აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2690 ნახვა

აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის სამოქლქაო პანაშვიდი დასრულდა. გარდაცვლილი ქობულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარდან გამოასვენეს.

აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, გმირის სახელს ატარებს ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელიც. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში