ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოთხი ოჯახი ახლობლებს აფარებს თავს

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2366 ნახვა

ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოთხი ოჯახი,  მესამე დღეა ახლობლებს აფარებს თავს. ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რაქვთაში, დიაკონძეებში, ტუნაძეებში და ღურტაში არსებულ ვითარებას გეოლოგები სწავლობენ. დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი  თუ რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.  

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა  ჯერ-ჯერობით უცნობია. ძლიერი წვიმების შედეგად, აჭარის მაღალმთიანეთში მეწყრული პროცესები განვითარდა.   შიდა სასოფლო გზები ჩაიხერგა, თუმცა ამ დროისთვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია.  გზის გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი