ბარათაშვილის მეოთხე ჩიხის მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ. შენობის ნაწილში დღეს ბათქაში ჩამოვარდა. მოსახლეობის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები ხშირია.
მერიაში განმარტავენ, რომ სახლს სახურავი ცოტა ხნის წინ გამოუცვალეს, თუმცა თუკი ადგილობრივები განცხადებით თვითმართველობას ისევ მიმართავენ, მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.