მაღალმთიანი აჭარიდან მდინარით ჩამოტანილი ხე-ტყე მოხვდა დღეს ბულვარში. შტორმმა კვალი კვლავ ახალი ბულვარის სანაპიროზე დატოვა. გამორიყა ქვა-ღორღი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი, წყალი ჩავიდა მეხუთე სართულზე, გადარჩა წიგნები. ძლიერმა ქარმა ნარგავები დააზიანა 6 მაისის პარკში.