ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და მთელი კვირა მზიანი და თბილი ამინდები იქნება. სინოპტიკოსები დღისით ჰაერის +25 გრადუსამდე გათბობას გვპირდებიან.
ანტიციკლონური მდგომარეობის გავლენით, ღამის საათებში დაბლობ რაიონებში +9,+11 გრადუსამდე აცივდება, შიდამთიან ზონაში კი -3, -5 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა. დღის საათებში მზის ხარჯზე ჰაერის ტემპერატურა გათბება და +23 +25 გრადუსამდე მოიმატებს.