სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია - დაბლობ რაიონებში ძალიან ძლიერი ხასიათის წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი თოვა და ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი რომლის სიჩქარემ შესაძლოა ზოგან 30 მეტრ წამს მიაღწიოს.
ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რომლის სიმაღლემაც შესაძლოა 5-6 ბალს გადააჭარბოს. ცალკეულ მდინარეზე შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს. გააქტიურდება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები. სინპტიკოსების ინფორმაციით აჭარაში 19 ოქტომბრიდან გამოდიარებს.