ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების წარმომადგენლები, ბორჯომის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად, სათბურში 1000-მდე წიწვოვან ნერგს გამოიყვანენ. სტუდენტები ნაძვის, სოჭის და ფიჭვის ნერგებს პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად ბორჯომის ტყეში გაზაფხულზე დარგავენ.
პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ბოტანიკური ბაღი და „აგროსერვის ცენტრია“ ჩართული.