ჩინეთის უმდიდრეს მოქალაქედ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "ჩაინა ევერგრეიდ გრუპ"-ის ხელმძღვანელი სუი ძიანია. მისი ქონება 43 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.
ჩინურმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა. მეორე ადგილზე ტელესაკომუნიკაციო კომპანია "ტენსენტ"-ის დამფუძნებელი პონი მასია. მისი ქონება 37 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომპანია "ალიბაბა გრუპის" დამფუძნებელი ჯეკ მა წელს მეორედან მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. ბოლო წლის განმავლობაში მისი ქონება 2 პროცენტით შემცირდა.