მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. მომავალი კვირა მორწმუნეებისთვის მსგეფსია. 27 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის ორკვირიანი მარხვა დაიწყება.