საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა  

12 ოქტომბერი 2017, 00:00 2023 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ბრიფგინგი გამართა. ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტი 226 მსჯავრდებულს შეეხო. 141 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 85 მსჯავდებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

კომისია 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა. წევრებმა 1406 პირის საქმეზე იმსჯელეს. შეწყალებულთა შორისაა 13 ქალი და 2 არასრულწლოვანი. 12 მსჯავრდებული ქალი საპატიმროს დღეს დატოვებს.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არის ერთი მსჯავრდებული, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საქართველოს პრეზიდენტმა მას გათავისუფლების თარიღი დაუდგინა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე წელში დატოვებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პირი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.

 

ამავე კატეგორიაში