ანტალიაში ფიდეს 88-ე კონგრესზე ბათუმელ მოჭადრაკეს, ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დაუმტკიცდა. ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” წევრს, უმაღლესი წოდება ინგლისში მიმდინარე ტურნირზე მიენიჭა, როდესაც ნინო ბაციაშვილმა რეიტინგს 2500-ით გადააჭარბა და მამაკაცთა შორის გამარჯვება მოიპოვა.
იგი ამ წოდების მფლობელი მეხუთე ქალია საქართველოში, მსოფლიოში კი 36-ე ადგილს იკავებს. გროსმაისტერის წოდება აქვს ასევე ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.