საპატრიარქოს იურისტი: ''ვერ ვიტყვი რომ სხდომა საგანგებოა''

11 ოქტომბერი 2017, 00:00 2258 ნახვა

საპატრიარქოში, სადაც ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს საპატრიარქოს იურისტი მოვიდა. მისი განცხადებით, სინოდის სხდომა, რომლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც ერთ მღვდელმთავარს საგანგებო არ არის.  

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, სინოდი წელიწადში ორჯერ იმართება და ამ შეკრებას საგანგებოდ არ მიიჩნევს."ვინაიდან წელიწადში ორჯერ იმართება,ვერ დავარქმევ რიგ გარეშე სხდომას. ესაა უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივა და მან დანიშნა, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს თუ რატომ არ იცოდენ მღვდელმთავრებმა  სხდომის შესახებ ან არ ფლობდა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას". 

იურისტის განცხადებით სინოდის სხდომის მდივანი გააკეთებს განმარტებებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი