''დავასრულოთ კორპორაციული სიხარბე'' - ამ სლოგანით აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში ''ღირსეული შრომის დღისადმი'' მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ვერ პასუხობს დასაქმებულთა ანაზღაურებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში სამუშაო ობიექტებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა სტატისტიკა საგანგაშოა.