ბათუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალ მასპინძლობს. შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება.
მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა. დაგეგმილია ორმხრივი მემორანდუმების გაფორმებაც.