სამეცნიერო კვლევის დროს "მწვანე ტბაზე" კონიაკი იპოვეს. ექსპედიციის წევრებმა ფრანგული კონიაკი ტბის ფსკერიდან ამოიღეს. ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავრცელებს:
"ალექსანდრე კურაკინი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყვინთან-ბიოლოგი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მწვანე ტბის კვლევას ახორციელებს და წყალქვეშა გადაღებებს SOS! ტბის 8 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია კონიაკის ბოთლი! თუ მფლობელი 1 საათში გამოჩნდება, დაუბრუნდება!"