სოფელ ქობულეთში, გვარასა და ქვედა კონდიდში გაზსადენის მშენებლობის პროცესი იწყება. ბუნებრივი აირით 1200- ზე მეტი აბონენტი მომარაგდება.
სოკარ-ჯორჯია გაზის კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი 12 სოფელში მიმდინარეობს.