ხელვაჩაურში მდებარე 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყდა. აზიური ფაროსანების შემოსევის გამო, ბაღების გაერთიანება იძულებული გახდა სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.
"ბათუმის ბაღების გაერთიანების" დირექტორის ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მავნებელ მწერს მტვერსასრუტით შეებრძოლებიან, რადგან მწერებმა საბავშვო ბაღის შენობაში შეაღწია. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, ბაღის ეზო ქიმიური და ბუნებრივი პრეპარატებით დამუშავდება. აღნიშნულ სკოლამდე დაწესებულებაში 200-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.