ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელწიფო თეატრში გაიმართა. ფესტივალმა სტარტი ხულოში აიღო და ის აჭარის მუნიციპალიტეტებში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბავშვო და საერთაშორისო ჟიურიმ საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროფესიონალ ანიმატორებთან და მასტერკლასები უცხოელ სპეციალისტებთან. დასკვნით საღამოზე გამარჯვებული ანიმაციური ფილმები აჩვენეს. წელს ფეტივალზე 58 ქვეყნიდან 109 საკონკურსო ფილმი ყო წარმოდგენილი.