სუამი 20 წლისაა 

08 ოქტომბერი 2017, 00:00 2290 ნახვა

საქართველოში “დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის” 20 წლისთავს აღნიშნავენ. სპეციალურად ღონისძიებისთვის ქვეყენაში “სუამ”-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. დელეგაციას სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს.

წელს "სუამ”-ის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა. თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.ვიზიტის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი