მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით 10 მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საუბარია სოფლების: ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, ტაკიძეების, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო ხევის სამლოცველოებზე .
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მეოთხე სხდომა დღეს გამართა, სადაც 9 რელიგიური ორგანიზაცისთვის ქონების გადაცემასთნ დაკავშირებული საკითხები გადაწყდა.
მუსლიმთა სამმართველოს პარალელურად, საბჭომ მართლმადიდებლური ეკლესიის 17 შუამდგომლობა განიხილა, რომელიც ეკლესიების მშენებლობის პროცესში ფინანსურ დახმარებას ეხებოდა. აქედან დადებითი გადაწყვეტილება 16-ზე გაიცა.