სოფელ ქობულეთში სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სამანქანე ხიდი რამდენჯერმე წაიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდით 11 ოჯახი სარგებლობს, იგი დროებით რამდენჯერმე აღადგინეს, თუმცა სტიქიის შედეგად ისევ დაზიანდა.
გზების დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური ხიდი არ გაკეთებულა, დროებითმა გადასასვლელმა კი მოვარდნილ წყალს ვერ გაუძლო. დაგეგმილია ახალი ხიდის მოწყობა.