მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, მისი განახლება მოუწევთ. 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტს იურიდიული ძალა აღარ ექნება.
მოქალაქეებს მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მძღოლს მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალება. ასევე თან უნდა იქონიოს ძველი მართვის მოწმობა, რომელსაც ჩააბარებს.
თუ საქართველოს მოქალაქეს მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აქვს აღებული, დოკუმენტს 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ განაახლებს.
ცვლილება კანონმდებლობაში 2014 წელს შევიდა. დაახლოებით სამი წლის წინ, მართვის მოწმობები საქართველოში ვადიანი გახდა.