მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ციხისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, სემინარებსა და კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისთვის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა პედაგოგებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მასწავლებლებმა განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებიც წარმოადგინეს. სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.