დღეს მასწავლებლის დღეა. 5 ოქტომბერი უკვე 23 წელია აღინიშნება. თარიღი პედაგოგების მიერ განათლებაში შეტანილ წვლილს უკავშირდება. აჭარის განათლების სამინისტრო, პედაგოგების გადამზადება კვალიფიკაციის მიზნით, რამდენიმე პროექტს საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, ბათუმის მასწავლებელთა სახლმა 3000 პედაგოგი გადაამზადა.
აჭარის განათლების სამინიტროს ინიციატივით, პედაგოგები უცხოეთში სატაჟირებაზეც გაემგზავრნენ. მოქმედებს საზაფხულო სკოლების პროგრამაც. მაღალმთიანი სოფლების სკოლების პედაგოგები მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.