ახალი ტურისტული ობიექტი

04 ოქტომბერი 2017, 00:00 2959 ნახვა

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი "აჭარის ველი" შეემატა. იგი ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილას, თამარის ხიდთან ახლოს განთავსდა.

ახალი ტურისტული ობიექტი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ს ეკუთვნის.  მსურველებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ 8 ათას წლოვანი ღვინის წარმოების ისტორიას, დააგემოვნონ  ღვინო და ადგილზე შეიძინონ. ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ტურისტებისათვის დამატებითი სერვისის შექმნაზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში