პრეპარატი ხეებს არ აზიანებს - სოფლის მეურნეობის პასუხი მოსახლეობას

04 ოქტომბერი 2017, 00:00 3451 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პრეპარატი, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება ხე მცენარეებს არ აზიანებს. გავრცელებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება. მამუკა თურმანიძის თქმით, შესაძლებელია მოსახლოებას მას არასწორად იყენებს.

 „ვინმემ თუ აიღო და ათჯერ მეტი დოზა გამოიყენა ამან შეიძლება  პრობლემები გამოიწვიოს. როცა პრეპარატს მითითებული ინსტრუქციით, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენებენ გამორიცხულია მსგავსი პრეცედენტი მოხდეს. წამალი ძალიან „ჭკვიანია“, მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული. ეფექტურად  მუშაობს ფაროსანაზე და მსგავსი ტიპის მავნებლებზე“ - ამბობს  აგრარული დეპარტამენტის განვითარების უფროსი.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აღნიშნული პრეპარატი ურიგდებათ, ისინი კი წამალს მოგვიანებით მოსახლეობას უფასოდ გადასცემენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი