ფაროსანას შესაწამლი შხამქიმიკატების გამოყენებას მოსახლეობის ნაწილი უფრთხის

04 ოქტომბერი 2017, 00:00 4726 ნახვა

აზიური ფაროსანას შესაწამლი შხამქიმიკატების გამოყენებას მოსახლეობის ნაწილი უფრთხის. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ წამალი ხეებს აზიანებს. ქობულეთის სოფელი ციხისძირი ერთ-ერთია, სადაც შესაწამლი საშუალება მოსახლეობაში რამდენიმე ხნის წინ დაარიგეს. სოფლის მცხოვრები სულიკო თებიძე ამბობს, რომ მისი გამოყენების შემდეგ თხილის ნარგავებმა ხმობა დაიწყო.

„მანდარინის ნაყოფს  აზიური ფაროსანა აზიანებს და თუ მის მოსასპობად შხამქიმიკატებს გამოვიყენებთ ის ნარგავებს გაგვიხმობს“ - ამბობს სულიკო კონცელიძე.

მოსახლოებას აზიური ფაროსანა რამდენიმე წელია აწუხებს, თუმცა წელს ამ მწერის რაოდენობა და გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. რეგიონის მოსახლოებას წამლობითი ღონისძიებისთვის შხამ-ქიმიკატები უფასოდ დაურიგდათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შეშფოთება უსაფუძლოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი