უახლოეს დღეებში ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს

04 ოქტომბერი 2017, 00:00 6363 ნახვა

დღეიდან,  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე კვირის განმავლობაში- სანაპირო კურორტებზე +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობში +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთის ბარში კი +22, +26 გრადუსი იქნება.

გასულ დღეებში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენით, ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოიდარებს, ღამის საათებში მომდევნო 2 დღის მანძილზე ანტიციკლონური მდგომარეობის გავლენით შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში დაფიქსირდება ყინვა. დღისით კი ჰაერის ტემპერატურა მზის ხარჯზე  მოიმატებს. 

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურის საგრძნობი მომატება უქმე დღეებშია მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი