“ბათუმი ცენტრალში” ავტომანქანებისთვის შესვლა გაძვირდა და 2 ლარი გახდა. საუბარია ტერიტორიაზე მგზავრების ჩამოსხმა - აყვანის მიზნით შესვლაზე და არა პარკირებაზე.
ცენტრალი კერძო კომპანიას ეკუთვნის, სადგურით “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მგზავრებიც სარგებლობენ. ისინი საფასურის დაწესებას აპროტესტებენ. სახელმწიფო კერძო კომპანიის გადაწყვეტილებაში არ ერევა, ცენტრალის მფლობელი კი ფაქტს ფინანსური ვალდებულებებით ხსნის.