ქობულეთში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. მდინარე აჭყვისწყლის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო რუსთაველის მეორე ჩიხი, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი და გელაურის დასახლება დაიტბორა.
ადგილზე 3 სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა ძლიერი წვიმის გამო ამოტუმბვით სამუშაოებს ვერ ახორციელებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმების დროს მსგავსი პრობლემის წინაშე დგებიან. გარკვეული დროის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო ქობულეთის რკინიგზის სადგურთან.