ლას-ვეგასში ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილებს ცეცხლი 64 წლის სტივენ პადოკმა გაუხსნა. იგი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი. პოლიციის განცხადებით, მას ნადირობის უფლება და პილოტის ლიცენზია ჰქონდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ბოროტმოქმედის მეგობარი ქალი მისი თანამზრახველი არ ყოფილა.
პოლიციამ მასთან დაკავშირება შეძლო, რომლის შემდეგაც ქალი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღეს. ბოლო მონაცემებით, ლას-ვეგასში სროლის შედგად დაიღუპა 50 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 12 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა საქართველოს 1 მოქალაქე. ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა.