სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ბათუმში მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის ფაქტზე, რომლის შედეგადაც ობიექტზე დასაქმებული 5 მუშა დაშავდა. აღნიშნული მუხლი სამთო- სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს დაახლოებით 7 საათზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსს აშენებს. პროფესიული კავშირების გაერთიანება მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს, "ალიანსპალასში კი ამობენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.