ხუთი მუშა დაშავდა ხარაჩოს ჩამონგრევის დროს

30 სექტემბერი 2017, 00:00 2893 ნახვა

ხუთი მუშა დაშავდა მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევისას. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსს აშენებს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ამ დრომდე მძიმეა 28 წლის კაცის ჯანმრთელობის მდომარეობა. მას ამ წუთებში ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, შესაძლოა მასაც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს. როგორც, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, პაციენტს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც მედიკოსებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს თავის ზედაპირული ტრავმა და წელის დაჟეჟილობა აღენიშნება. სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმის დავით გორგილაძის განცხადებით, დაშავებულები სხვადასხვა ჩივილებით, სხეულის დაჟეჟილობით და მუცლის ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს კლინიკებში. იყო თუ არა დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები ამ კითხვაზე პასუხს არ გვცემს, კომპანია „ალიანსპალასის“ მშენებლობის მენეჯერი ბაკურ ჭონქაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა დღეს დაახლოებით, 7 საათზე მოხდა. როგორც გვითხრეს, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული გამოიყვანეს, 3 კი თავისით გამოვიდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი