ამერიკელი ფოტოხელოვანის ნამუშევრების გამოფენა

30 სექტემბერი 2017, 00:00 2153 ნახვა

ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა გაიხსნა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ხელოვანის ცნობილი ნამუშევრები, რომელიც მან დასავლეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ექსპედიციებში მოგზაურობის დროს გადაიღო. ფოტო-პოსტერების თემატიკა ამერიკის მკვიდრი ტომების ისტორია და კულტურაა.

გამოფენა საქართველოს რამდენიმე მუზეუმში ერთდროულად იმართება. გამოფენის გახსნისას ონლაინ ჩართვის მეშვეობით შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაესაუბრა. გაიმართა პრეზენტაციაც. 

ამავე კატეგორიაში