გეოლოგები მეწყრულ კერებს სწავლობენ

29 სექტემბერი 2017, 00:00 1970 ნახვა

ქობულეთში დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები 19 მიმართულებით იწმინდება, თუმცა დარჩენილია გაუწმენდავი მონაკვეთები, რის გამოც 15-ზე მეტ ოჯახს გადაადგილების პრობლემა აქვს. ადგილობრივები გზების დროულ გაწმენდას ითხოვენ.

გეოლოგიურმა ჯგუფებმა45 მდე დამეწყრილი საცხოვრებელი შეისწავლეს. წინასწარი მონაცემებით  მათ უმრავლესობას ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დასჭირდება. გეოლოგების თქმით სულ 100 მდე განცხადებაა შესული, ტერიტორიების შემოწმება რამდენიმე დღეში დასრულდება საბოლოო დასკვნა კი 10 დღეში  მომზადდება.

სათავე ნაგებობის ქვიშით  დაფარვის გამო წყალმომარაგება  ბუკნარის მოსახლეობას ისევ შეწყვეტილი აქვს, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი