ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების დასახმარებლად მუშაობა მიმდინარეობს - საგარეო უწყება

29 სექტემბერი 2017, 00:00 3043 ნახვა

 ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წაყენებული და ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს  - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსმა.  გრიგოლ მიგრაქველიძის თქმით, უწყების წარმომადგენლები  ოპტიმალურ გზებს ეძებენ. საქმეს ლიბიის პროკურატურა იძიებს. საგარეო უწყების  წარმომადგენელი რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორზე საუბრობს.

„ჩვენ ლიბიაში საელჩო არ გვაქვს, წარმომადგენლობა ეგვიპტეში გვყავს, საქმის გარკვევაში ისინი გეხმარებიან. ასევე ლიბიაში რთული პოლიტიკური ვითარებაა. ყველაფერი ეს კი საქმის სრულფასოვნად განხორციელებაში ხელს გვიშლის. დახმარება ლიბიაში უნგრეთის ელჩსავ ვთხოვეთ. ასევე თურქულ მხარეს. რადგან 11 დაკავებული მეზღვაურიდან 5 თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ანკარაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა“ - განმარტავს გრიგოლ მიგრაქველიძე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ  სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მეზღვაურების დასახმარებლად რამდენიმე ვერსია განიხილება, კონკრეტულ ნაბიჯებზე კი ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების მშობლებმა და ახლობლებმა  ევროპის მოედანზე აქცია გამართეს. რომან კაკალაძის, გენო კომახიძისა და ნუკრი ხოხბას ნათესავების განცხადებით, დაკავებული მეზღვაურები  გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. მიზეზად არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობა დასახელდა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი