''ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია და სანაპირო ზოლის მოწესრიგება იგეგმება'' - ირაკლი მიქელაძე

29 სექტემბერი 2017, 00:00 3067 ნახვა


უმრავლესობის წევრი ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ტერიტორიის გადაცემის შემდეგ ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია და სანაპირო ზოლის მოწესრიგება იგეგმება. 

„მაკვირვებს ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება, ფაქტი ცხადზე ცხადია, ამ ტერიტორიის გადაცემის შემდეგ  უსახური, არაფრისმომცემი, ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია იგეგმება. ჩვენ საკრებულოს წევრებს, რომლებსაც ქალაქის განვითარება გვაღელვებს, ცუდ გადაწყვეტილებას არ  მივიღებთ“ - ამბობს ირაკლი მიქელაძე. მისივე განმარტებით საბაგირო იქნება არა კონკრეტული ერთი ადამიანის, არამედ ყველა ბათუმელის და ქალაქის მკვიდრის. 
რაც შეეხება  „ბიზნეს დეველოპმენტს“, მიქელაძის თქმით ეს არის კომპანია, დიდი გამოცდილებით და მას რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული.

ამავე კატეგორიაში