14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში სამი გამოცხადდა

29 სექტემბერი 2017, 00:00 2014 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში, სწავლა დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა. 14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ სამი გამოცხადდა. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

რამ გამოიწვია მოსწავლეების სავარაუდო მოწამვლა ჯერ უცნობია. ლაბორატორიული კვლევის შედეგები 5 დღეში გასაჯაროვდება. სასწავლო დაწესებულებაში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სასადილო ორშაბათამდე დაიხურა. შეგახსენებთ, გუშინ ქობულეთში ერთდროულად შეუძლოდ მეშვიდე და მერვე კლასების სულ 14 მოსწავლე გახდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი