საქართველოს სახალხო დამცველმა ავღანეთში მისიაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა

29 სექტემბერი 2017, 00:00 2609 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, აპარატის თანამშრომლებთან ერთად ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

ომბუსმენმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბში შეხვდა და მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა. შეხვედრისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც სახალხო დამცველი, ინფორმაციის სახით  შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწვდის.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბაგრამის ავიაბაზის მეთაურთან ლეოპოლდო ქვინტასთან, ნატოს სამოქალაქო წარმომადგენლობის დირექტორთან კრისტიან ბოცვეინთან და  ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან მუჰამედ მუსა მაჰმუდთან. ისაუბრეს ავღანეთში მყოფი სამხედროების უფლებების და საჩივართა განხილვის არსებულ მექანიზმებზე, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობას და ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის  საქმიანობისა და გამოცდილებას.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ერთ–ერთი პირველია მსოფლიო ადამიანის დამცველ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც მონიტორინგის მიზნით სამშვიდობო მისიებში წარგზავნილი სამხედროები მოინახულა. 

ამავე კატეგორიაში