დღეს საქართველოში მაღალმთიან რაიონებში გათოვდა. კობსა და ჯვარში ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცა და პირველი თოვლი მოვიდა.
დაბლობ რაიონებში ძალიან ძლიერი კატეგორიის ნალექი მოვიდა. ფოთში 109 მმ, ქობულეთში 50 მმ. საშუალო რაოდენობის ნალექი აღინიშნა ზესტაფონში 25მმ, გორში კი 24 მმ. ლაგოდეხში 34 მმ და თბილისში 16 მმ.
ბათუმში მცირე რაოდენობის ნალექის მოსვლა გამოწვეული იყო იმით, რომ თურქეთის სანაპირო ზოლში მოვიდა დიდი რაოდენობის ნალექი და აღინიშნა ძლიერი ქარი. ამიტომ სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული ღრუბლების ტენიანობა შედარებით დაბალი იყო. მეტეოროლოგები ხვალ, ნალექის ინტენსივობის შემცირებას და დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.