საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლაგოდეხის მე-5 პუნქტთან დღეს აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აფეთქება გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, 2 მძიმე დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის განცხადებით პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. ისინი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.
,,შემოყვანილია 2 მამაკაცი, მათგან ერთი 26 წლის, მეორე კი 44 წლისაა. ორივე მათგანს ალით მიყენებული დამწვრობა აქვს. ერთ-ერთს სხეულის 30%, ხოლო მეორე 50% აქვს დამწვარი. დაზიანებები აქვთ თავისა და კისრის მიდამოებში, ასევე ზემო კიდურებზე. პაციენტები სასუნთქი გზების დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.