შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' სარჩელს განიხილავენ

26 სექტემბერი 2017, 00:00 3687 ნახვა

  რამდენიმე საათში შუახევში, სოფელ სხეფში 15 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას განიხილავენ. საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში  ფოტო განათავსა. ფოტოზე მოსწავლეები მერხთან სხედან, ხელში კი „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.

ფაქტთან დაკავშირებით  "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" სარჩელი მოამზადა, რაზეც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს იმსჯელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პედაგოგის მიმართ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტ ანა ბერძენიშვილის განმარტებით,, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენება მოხდა და საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. მარინე დარჩიძე ამავდროულად სოფელ სხეფის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია. 

მარინა დარჩიძის საკითხზე სკოლის დისციპლინურმა კომისიამ უკვე იმსჯელა და მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი