ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანსა და ოპერატორ ანდრო ქაჩიბაიას გონიოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხავენ

25 სექტემბერი 2017, 00:00 10123 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  ნათია კაპანაძე უწყებას სამართლებრივი პროცედურების გატარებას და ფაქტით დაინტერესებას სთხოვს. დილით თურქმა მებაჟეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს  საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და პასპორტები ჩამოართვეს, თან თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.  ჯენი კვანტალიანის თქმით, მებაჟეები  ვიდეო კამერის და მიკროფონის წართმევას ცდილობდნენ.

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია გონიოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

სარფში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მივიდნენ. გამშვები პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი მომხდარს ფაქტს სწავლობენ.  

დღეს სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა შეექმნათ. ისინი თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ.

ამავე კატეგორიაში