მეწყერში ჩარჩენილი ავტომანქანიდან ორი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

24 სექტემბერი 2017, 00:00 4613 ნახვა

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში  მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის იყო ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

სოფელ სამებაში გარე სამყაროს რამდენიმე ოჯახი მოწყდა. ამ წუთებში მაშველები მათთან მისვლას ცდილობენ, რადგან საცხოვრებელი სახლებიდან მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანონ. როგორც ჩვენი რეპორტიორი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, საკმაოდ რთული მდგომარეობის გამო დამეწყრილ ოჯახებთან მისვლა რთულდება.

 როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ უთხრა, მეწყრის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. „სამაშველო სამსახურში, ამ დროისთვის, დაახლოებით 40 მდე შეტყობინებაა შემოსული. სამაშველოს ის მოქალაქეები უკავშირდებიან, რომელთა საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოსაა მეწყერი ჩამოწოლილი. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე მუშაობს დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ახლა მივემართებით სოფელ სამებაში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა“ - გვითხრა მამუკა თურმანიძემ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი