მიწისძვრა თუ ბირთვული გამოცდა?

23 სექტემბერი 2017, 00:00 2358 ნახვა

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ცდებს განაგრძობს. დღეს  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში  3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები მორიგ ცდას უკავშირებენ.  

სეისმოლოგიური აქტივობის  შესახებ ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.  ცენტრის მონაცემებით,  მიწისქვეშა ბიძგების კერა  ნული მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.  3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ  წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. მაშინ გამოცდამ 6 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ფხენიანის ქმედება  მრავალმა ქვეყანამ დაგმო. გაეროს უშიშროების საბჭომ კი საგანგებო სხდომა მოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი