მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ბიზნესმენი ალიკა დავითაძე გარდაცვლილი იპოვეს

15 ივნისი 2016, 00:00 8277 ნახვა

ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია. ბათუმში ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. იგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს და ციხეში 5 წელი და სამი თვე გაატარა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი