2 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მახო ზანაქედის გზაზე. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის კედელი და რკინაბეტონის არხი, რისთვისაც სულ 658 ათას 486 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულების თანახმად, სამაუშაოები 18 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.