კომპანია „მეტრო სითის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა

20 სექტემბერი 2017, 00:00 3827 ნახვა

  კომპანია „მეტრო სითის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ისინი უახლოეს დღეებში ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. გადაწყვეტილების შესახებ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა   და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მხარეები  კომპანიის დირექტორს შეხვდნენ.  ცნობილი გახდა, რომ დასაქმებულთა ორასკაციან ჯგუფს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა რაულ კახაძემადაადასტურა. მისი განცხადებით, მუშების გათავისუფლება დღის წესრიგში არ იდგა, უბრალოდ ბრიგადირებს შორის  სამუშაოების განაწილებას  გაუგებრობა  მოჰყვა.

 აუდიტორია 115-ის წარმომადგენლის თქმით, მუშები თავდაპირველად სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა აქციის პერმანენტულად გაგრძელების გამო კომპანიამ გადაწყვეტილება დასაქმებულების სასარგებლოდ შეცვალა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში