მუშები “მეტრო სითის” წინააღმდეგ. ამბობენ, რომ სამსახურიდან 200 დასაქმებული გაათავსუფლეს, რასაც კომპანიაში გაურკვევლობას უწოდებენ. ეს ის მშენებარე ობიექტია, სადაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა დაიღუპა. მუშები, სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში კომპენსაციას ითხოვენ. დამსაქმებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ არავინ გაუთავისუფლებიათ და პირიქით დამატებით 70 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ. რა მოხდა რეალურად? არის თუ არა სამუშაოები შეჩერებული, როდის აღდგება? რა უთხრეს მუშებს? ამის გარკვევას თეონა ხარაბაძე ცდილობდა.