მომდევნო 3 დღის განმავლობაში, ცხელი და მშრალი ჰაერის მასები კვლავ ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია მზიანი ამინდი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
კონკრეტულად - დასავლეთ საქართველოში +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო სანაპირო კურორტებზე +28, +33 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან რაიონებს +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.